მედიცინა

ავსტრიამ ვაქცინაცია შეაჩერა

Nusagi

ავსტრიაში ხელისუფლებამ ვაქცინაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. საუბარია AstraZeneca-ს ვაქცინაზე, რომლის აცრამაც ქალი იმსხვერპლა. ამის შესახებ ავსტრიის ჯანდაცვის სფეროს უსაფრთხოების ფედერალური უწყების შეტყობინებაში წერია.

49 წლის ქალი, რომელიც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრეს, სისხლის გასქელების მძიმე ფორმით დაიღუპა. მეორე, 35 წლის ქალს კი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია განუვითარდა, თუმცა მის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე აღარ ემუქრება. უწყებაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით არ არსებობს პირდაპირი მონაცემები, რომ აღნიშნული შემთხვევები ვაქცინამ გამოიწვია. 

ორივე ქალი პრეპარატის ერთი პარტიიდან, ერთ კლინიკაში აიცრა. დაწყებულია გამოძიება მომხდარის გარემოებების გასარკვევად. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,651 ნახვა
%d bloggers like this: