კრიმინალი

გურიაში ავარია მოხდა – დაღუპულია 2 ადამიანი

Nusagi

გურიის სოფელ ლაგვანთაში ავარია მოხდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

მანქანაში მჯდომი სამი პირიდან ერთი ადგილზე, ხოლო მძღოლი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მესამე ადამიანი დაშავებულია.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულსიხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,230 ნახვა
%d bloggers like this: