პოლიტიკა

ექთანს ეგონა, ჩემი ჯანმრთელობით ნამეტანი შეწუხებული, მაგრამ ოდნავ ჩლუნგი გულშემატკივარი მირეკავდა და მკითხა, მე ხომ არ ავუხსნაო?!

Nusagi

ვასილ მაღლაფერიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, სოციალურ ქსელში კიდევ ერთ სტატუსს აქვეყნებს.

“მთავარის” ჟურნალისტი მირეკავს და მეკითხება, თქვენი წასვლა რით იყო განპირობებულიო?! ვპასუხობ, ჯანმრთელობის მდგომარეობით, საავადმყოფოში ვარ-მეთქი. ფარულ ჩანაწერებზე რას იტყვით, ამას ხომ არ უკავშირდება თქვენი წასვლაო?! მე ვპასუხობ, ფარულ ჩანაწერებს რაც შეეხება, ვინც ჩაიწერა და დაამონტაჟა, თახსირია, მაგრამ მე სასწრაფოდ დამჭირდა ოპერაცია და ამისთვის ვემზადები-მეთქი. ეგ კიო და იწყებს თავიდან იგივეს, მეც მეათედ ვუყევები ჩემი ოპერაციის შესახებ და ექთანს ეგონა, ჩემი ჯანმრთელობით ნამეტანი შეწუხებული მაგრამ ოდნავ ჩლუნგი გულშემატკივარი მირეკავდა და მკითხა, მე ხომ არ ავუხსნაო?!

P.S. ახლა “თლათ” ისე ნუ ვიზამთ, ჟურნალისტის ხსენებაზე ჟრუანტელი უვლიდეთ ადამიანებს.“,-წერს ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ მაღლაფერიძემ სტატუსი გამოაქვეყნდა, სადაც წერდა, რომ ჯანმრთელობის გამო, გარკვეული პერიოდის გამო, კომუნიკაციას ვერ შეძლებს და პარტიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს.

„მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, რამე სულელური ვერსიები რომ არ გაჩნდეს, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ შევძლებ საჯარო კომუნიკაციას, ვტოვებ პარტიაში ჩემს თანამდებობას. პოლიტიკური გემოვნება და შეხედულებები არ მეცვლება. თუ საჭირო გახდა, გაცდენები რომ საპატიოდ ჩამეთვალოს, ცნობასაც წარმოვადგენ! “,-დაწერა ვასილ მაღლაფერიძემ.

როგორც „ინფო ფოსტალიონისთვის“ გახდა ცნობილი, მაღლაფერიძე ოპერაციისთვის ემზადება და ამჟამად საავადმყოფოში წევს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,564 ნახვა
%d bloggers like this: