პოლიტიკა

ივანიშვილი თავის შვილებს კლავს, მათ ხორცს ჭამს და ღარიბაშვილსაც აჭმევს

Nusagi

ბერას აქვს ჩვეულებრივი ადამიანური ნაკლი და ამაზე ყურადღების გამახვილება, როცა ის არ არის მთავარი შემოქმედი ჩვენი უბედურების, არ მგონია, რომ სწორი იყოს,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა, მაია ნადირაძემ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი მითოლოგიური პერსონაჟის, მეფე ტანტალოსის მსგავსად, საკუთარ შვილებს ჭამს და ბერას ხორცით ღარიბაშვილს კვებავს. მაია ნადირაძე საზოგადოებას აფრთხილებს, არ შეჭამონ ივანიშვილის შვილის ხორცი ღარიბაშვილის მსგავსად. 

„მარტივ მაგალითს გეტყვით. ბერძნულ მითოლოგიაში იყო ასეთი მეფე,  ტანტალოსი, რომელიც ძალიან პოპულარული იყო, ძალიან უყვარდა ყველას, არჩვეულებრივად კეთილგანწყობილი იყო არა მხოლოდ ხალხი, არამედ ოლიმპოს ღმერთებიც, და თავს გაუვიდა, გასულელდა პირდაპირი მნიშვნელობით, ისე გასულელდა, რომ ერთხელ, როდესაც ოლიმპოს ღმერთები დაპატიჟა, შვილი დაუკლა და ის მიუტანა საჭმელად გამოსაცდელად, მიხვდებოდნენ ისინი თუ არა, რომ ადამიანის ხორცს ჭამდნენ. ივანიშვილმაც საკუთარი შვილები დაკლა საკუთარი ამპარტავნების გადასარჩენად თუ შესანარჩუნებლად. ეს არის ყველაზე მთავარი, რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ.

საქმე იმაშია, რომ ღმერთები მიხვდნენ და არ შეჭამეს. ღარიბაშვილი და ეს ხროვა არათუ ღმერთები არ არიან, არამედ სათანადო მონებიც კი ვერ არიან. ამიტომ, მათი საქმეა, რომ ამ შეწირულის ხორცი ჭამონ. ჩვენი ამოცანაა ეს ხორცი არ ვჭამოთ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საქმე სხვა რაღაცაშია, ის, რომ ბერას რაღაც თანდაყოლილი განსხვავებულობა აქვს, ის რომ მისი კოგნიტური შესაძლებლობა ძალიან შეზღუდულია, აღტკინებულია, რომ მამამისის ძალაუფლების ნაწილია. რომ იმეორებს: გითხრა? გითხრა? მოისმინე? მოისმინე? ეს ადასტურებს, რომ ჩვენს ხელისუფლებაში არის ადამიანი, რომელიც საკუთარ შვილებს კლავს და ჭამს. ან თავის მონებს აჭმევს, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება.  ჩვენი ვალია, ღარიბაშვილივით არ დავიწყოთ ხორცის ჭამა. ივანიშვილი არის ჭკუიდან შემცდარი, საკუთარი შვილების მჭამელი, რომელსაც ისეთივე ბოლო ელის, როგორიც იმ მეფეს, რომელიც წყალში იდგა, თავს დახრიდა და მდინარე გარბოდა. ხელს აწევდა ხილისთვის და ტოტი იწევდა, მის თავზე კი იდგა კლდე, რომელიც ყოველ წამს შეიძლება დასცემოდა. აი ამ თრთოლვაში, შიშში, მშიერი იდგა. ეს არის ივანიშვილის ცხოვრება, ჩვენი ამოცანაა, ყველას ვუთხრათ, რომ საკუთარი შვილების მჭამელები არ შეიძლება იყვნენ ჩვენი ბატონ-პატრონები“,-განაცხადა მაია ნადირაძემ.

პოლიტიკოსის საუბრისას, „მთავარი არხის“ ეკრანზე მეფე ტანტალოსის მითის ილუსტრაციები ჩნდებოდა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,651 ნახვა
%d bloggers like this: