პოლიტიკა

კელი დეგნანი: შთამბეჭდავია საქართველოს მიღწევები გენდერული თანასწორობის კუთხით

Nusagi

აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა დღეს მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ ორგანიზებული ქალთა გაძლიერების ფორუმი, რომელიც გაიმართა USAID–ის პროგრამის „კანონის უზენაესობის ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერით.

„ჩვენ ვისწრაფვით ისეთი მსოფლიოსკენ, რომელშიც ჩვენი შვილების ცხოვრებას ვისურვებდით, სადაც ყველა ადამიანს აქვს თანაბარი შესაძლებლობები, თავისი წვლილი შეიტანოს და სარგებელი მიიღოს საზოგადოების წინსვლითა და განვითარებით. შთამბეჭდავია საქართველოს მიღწევები გენდერული თანასწორობის კუთხით; 2010 წელს საქართველომ მიიღო კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, 2019 წელს – კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, 2019 წელს – სექსუალური შევიწროების შესახებ კანონი. ეს ყველაფერი მარტივი არ ყოფილა და ამაში მრავალი მხარის ძალისხმევაა ჩადებული; განსაკუთრებით – სამოქალაქო საზოგადოების. მეამაყება იმის თქმა, რომ ეს მიღწეულია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო მეგობრების დახმარებით. ყველამ ვიცით, რომ გასაკეთებელი მეტია“, – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.

წელს, ქალთა გაძლიერების ფორუმი, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით, ონლაინ ტარდება და მოიცავს ორ ძირითად თემას: „დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა“ და „ქალთა შრომითი უფლებების გაძლიერება“.

ქალთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ. 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გაერომ 1975 წელს აღიარა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,583 ნახვა
%d bloggers like this: