საზოგადოება

„ნეტა მცოდნოდა, რომ ვიღაც გამოეკიდა და გადავარდა, რადგან წამის მეასედებში სიკვდილის განცდა არ ექნებოდაო“ – მირიან ნიკოლაძე

Nusagi

გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრები ფეხბურთელის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. 

მოსამართლემ საქმეზე განაჩენი ხვალ, 9 მარტს, 15:00 საათზე უნდა გამოაცხადოს.

გიორგი შაქარაშვილის ბიძის თქმით, მოკლული ფეხბურთელის დედა ყველაზე მეტად შვილის სიცოცხლის ბოლო მომენტს განიცდის, როცა მას შეეძლო მომხდარი გაეცნობიერებინა.

„დედა ტირის მხოლოდ იმაზე, რომ ჩემს შვილს ბოლო წამები ჰქონდა ასეთი მძიმე და მწარე, რომ 16 დაზიანება აქვს მინიმუმ. ნეტა მცოდნოდა, რომ ვიღაც გამოეკიდა და გადავარდა, რადგან წამის მეასედებში სიკვდილის განცდა არ ექნებოდაო“, – აღნიშნა მირიან ნიკოლაძემ

ბრალდებულების ადვოკატების განცხადებით, არ არსებობს მოწმე, ვინც დაინახა, როგორ მოკლეს გიორგი შაქარაშვილი და ასევე არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგინდა, რომ გარდაცვლილის სხეულზე არსებული დაზიანებები ძალადობის შედეგია.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,223 ნახვა
%d bloggers like this: