ჯანდაცვა

თამარ გაბუნია: ყველანაირი დიპლომატიური არხია გამოყენებული, რომ ინდოეთიდან ვაქცინების იმპორტი დროულად მოვახერხოთ

Nusagi

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე უკვე თითქმის 1 კვირაა იმყოფება ინდოეთში, რომელიც კორონავირისის ვაქცინების ერთ-ერთი დიდი მწარმოებელია, მათ შორის არის „ასტრაზენეკა“, რასაც სერუმის ინსტიტუტი აწარმოებს, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, „ნოვავაქსის“ ვაქცინასაც სერუმის ინსტიტუტი გამოუშვებს. გაბუნიას თქმით, არის ასევე ინდური ვაქცინები, რომლებსაც ჯერჯერობით ჯანმოს ავტორიზაცია არ მიუღიათ, თუმცა მათი რეგისტრაცია და გამოყენება უკვე დაიწყო არაერთმა ქვეყანამ, მილიონობით დოზა შეიძინა ბრაზილიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველანაირ შესაძლებლობას იკვლევს.

„ინდოეთი გარკვეულწილად მკაცრად არეგულირებს ქვეყნიდან ვაქცინების გამოტანას. სწორედ ამიტომ არის საჭირო მაღალი დონის ვიზიტი და ყველანაირი დიპლომატიური არხია გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენ დროულად მოვახერხოთ ინდოეთიდან ვაქცინების იმპორტი ჩვენი მიზნებისთვის. თავდაპირველად საუბარია შედარებით მცირე რაოდენობაზე, თუმცა „ნოვავაქსის“ მიმართულებით ჩვენ მილიონ დოზაზე გამოვხატეთ ინტერესი და ნოვავაქსის“ მოლოდინი გვაქვს ასევე „კოვაქსის“ პლატფორმიდან“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,230 ნახვა
%d bloggers like this: