სპორტი

„რეკორდერი“- ახლა უკვე ნათელია, რატომ იბრძვის ირაკლი აბუსერიძე ასე გაშმაგებით რაგბის პრეზიდენტობისთვის

Nusagi

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს განმეორებით ყრილობაზე აირჩევენ. სოსო ტყემალაძე ერთადერთი კანდიდატია, თუმცა, ირაკლი აბუსერიძე, რომელიც რეგისტრაციაში არ არის გატარებული, იმუქრება და დაგეგმილი ყრილობის პიკეტირებას აპირებს.

რატომ არის მიუღებელი ტყემალაძე, რომელიც მოიაზრება ივანიშვილის მაღალი ნდობით აღჭურვილ პირად იმ ჯგუფისთვის, რომლის ლიდერისა და თავად ჯგუფის წევრების ქცევები, დიდი ხანია დესტრუქციული გახდა, -ამ კითხვას „რეკორდერი“ სვამს. გამოცემის ცნობით, დოკუმენტაციის გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც „რეკორდერმა“ მოიპოვა, სავარაუდოდ, ირაკლი აბუსერიძეს ის გარემოცვაც უპირობოდ ჩამოეშლება, რომელიც ახლა გარშემო ჰყავს.

„საქმე იმაშია, რომ ეროვნული ნაკრების მორაგეებისა და აბუსერიძის თანაგუნდელებისთვის, 2010 წელს საჩუქრად გადაცემულ მიწაში, ირაკლი აბუსერიძემ და ირაკლი მაჩხანელმა იმაზე მეტი სარგებელი და მოგება ნახეს, ვიდრე დანარჩენმა 43-მა პირმა.

2010 წელს, როდესაც საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა, ტრაბზონში რუსეთი დაამარცხა, მაშინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით და რაგბის კავშირის იმჟამინდელი პრეზიდენტის, გია ნიჟარაძის ჩართულობით, მორაგბეებს ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე საჩუქრად 45 ათასი კვადრატული საცხოვრებელი მიწა გადაეცათ, თითოეულ მათგანს – 1000 კვ. მ.
მორაგბეებმა, მწვრთნელებმა და იმ პირებმა, ვისაც ეს მიწა ეკუთვნოდათ, ნოტარიული მინდობილობით უფლება საკუთრებაზე შპს „რაგბი სითის“ გადასცეს . „რაგბი სითის“ წილები კი, რეესტრში არსებული ჩანაწერების მიხედვით, რომელიც 2020 წლის 11 ნოემბერს განხორციელდა, შემდეგნაირად გადანაწილდა: 64% – ებრაული კომპანია „ჰორვატს“, 20 % – ირაკლი მაჩხანელი, 16% – „ფოიერ დეველოპმენტი“, რომლის დამფუძნებლებიც ასევე ებრაელები არიან.

„რაგბი სითიმ“ მორაგბეებთან დადო შეთანხმება, რომ თითოეული მათგანი 230 კვ. მ საცხოვრებელ ფართს მიიღებდა, მათ შორის, ირაკლი აბუსერიძე და ირაკლი მაჩხანელიც.

საუბარია 2019 წელს, როდესაც ირაკლი აბუსერიძე საქართველოს პარლამენტის წევრია.

როგორც „რეკორდერს“ წყარო უყვება, აბუსერიძემ საკუთარი კონტაქტები და პრივილეგიები გამოიყენა და მერიაში, არსებულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის უფლების გაცემა შეაჩერებინა, თავად კი, ერთის მხრივ, მორაგბეების, მეორეს მხრივ კი – პარლამენტის წევრის სახელით ივაჭრა ებრაელებთან და შესაბამისად, გარდა კუთვნილი 230 კვ.მ საცხოვრებელი ფართისა ირაკლი მაჩხანელმა ოფიციალურად მიიღო წილი „რაგბი სითიში“ 20%-ის სახით, რასაც საჯარო რეესტრის ჩანაწერებიც ადასტურებს.

თუმცა, აქ არის ერთი საინტერესო დეტალი, 2020 წლის 8 დეკემბერს ირაკლი აბუსერიძესა და ირაკლი მაჩხანელს შორის იდება ხელშეკრულება წილის ნასყიდობის შესახებ, სადაც ირაკლი აბუსერიძე, (ხელშეკრულებით, შემდგომში პირველი მხარე), წილის 10 %-ს, საკუთრების უფლებით იღებს ირაკლი მაჩხანელის (ნასყიდობის ხელშეკრულებით „მეორე მხარე), წილიდან „რაგბი სითიში“.

„რეკორდერს“ წყარო უყვება, რომ დანარჩენი მორაგბეებისთვის, ეს ამბავი დღემდე უცნობია. საზოგადოებამ კი, ნათლად რომ გაიგოს, რა თანხაზე საუბარი, მოგების 20%-ი, არსებულ მიწაზე წარმოადგენს, დაახლოებით 6 000 კვ.მ საცხოვრებელ ფართს, დაახლოებით 5-6 მილიონი დოლარის საბაზრო ღირებულებით.

ახლა უკვე ნათელია, რატომ იბრძვის ირაკლი აბუსერიძე ასე გაშმაგებით რაგბის პრეზიდენტის პოსტისთვის. არსებულ მიწაზე, მშენებლობის უფლების ნებართვა ოფიციალურად ჯერ კიდევ არ არის გაცემული, თუმცა, წყაროს ცნობით, ირაკლი აბუსერიძემ უკვე მიიღო ებრაელი ინვესტორებისგან გარკვეული თანხა, მშენებლობის უფლების ნებართვის საკითხის მოსაგვარებლად.

უფრო ცხადი, რომ გავხადოთ, რაც აბუსერიძემ და მაჩხანელმა გააკეთეს, მორაგეების საკუთრებაში არსებული 45 ათასი კვადრატული მიწის ფართიდან, გარდა იმისა, რომ 230-230 კვ.მ საცხოვრებელი ფართები მიიღეს და ასე არგუნეს ყოფილ თანაგუნდელებს, თავიანთთვის, დამატებით 6 000 კვ.მ საცხოვრებელი ფართი მიისაკუთრეს და ოფიციალურად, წილებად გადაიფორმეს, ეს კი, დანარჩენ ყველა სხვა პირს დაუმალეს.

ამ მასალაში მოყვანილი ინფორმაცია სრულად გადამოწმებადია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გვერდზე, ამიტომ, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შეუძლია მისი მოძიება.. სავარაუდოდ, იმას, რასაც რეესტრიდან ვიგებთ, სასიამოვნო სიურპრიზი არ უნდა აღმოჩნდეს ირაკლი აბუსერიძის თანაგუნდელებისთვის, რომლებსაც ახლა ის ისევ საკუთარი კეთილდღეობისთვის იყენებს, როგორც ეს თავის დროზე გააკეთა და თანაც, დაუმალა“,-წერია „რეკორდერის“ სტატიაში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,553,346 ნახვა
%d bloggers like this: