სოციალური ქსელები და მედია

სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა

Nusagi

ტელეკომპანია “პირველის” გაცხადებით, სასამართლომ პროკურატურას ტელეკომპანიიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. ტელეკომპანიის განცხადებით, განჩინება სამაუწყებლო კომპანიაში გუშინ შევიდა.

ჟურნალისტების განცხადებით, განჩინების მიხედვით, პროკურატურამ არა ის აუდიოჩანაწერები მოითხოვა სადაც სავარაუდოდ ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის საუბარია ასახული, არამედ მოითხოვა კონვერტი და ელექტრონული მატარებელი, რომელიც ჟურნალისტებს მიაწოდეს.

“მოსამართლის განჩინებით და პროკურორის შუამდგომლობით ირკვევა, რომ მათ მიზანს არ წარმაოდგენს ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი ფაქტების გამოძიება. ამის მიზანია როგორმე, პირდაპირი ან ირიბი ხერხებით გავიდნენ წყაროზე.

ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ წყარო, რის უფლებასაც გვაძლევს კანონი. შეგვიძლია როგორც პირდაპირ არ ვუთხრათ გამოკითხვაზე წყაროს ვინაობა, ასევე არ მივანიშნოთ არანაირი ირიბი მინიშნება არ მივცეთ წყაროსთან დაკავშირებით” – ამბობს ნოდარ მელაძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,168 ნახვა
%d bloggers like this: