პოლიტიკა

კახა კალაძე ზურაბ პოლოლიკაშვილზე: მსგავსი ინფორმაცია კი არ ვრცელდება, ოპოზიციური მედია საშუალებები ავრცელებთ და სიცრუეს ტირაჟირებთ

Nusagi

თბილისის მერი კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს, რომლის თამახმად, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი შესაძლოა, გაეროში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი იყოს.

მისი თქმით, მერობის კანდიდატის დასახელებამდე შვიდი თვეა დარჩენილი და საკუთარ საქმიანობას აგრძელებს.

კალაძის განცხადებით, სრულიად ტყუილი და სიცრუე ვრცელდება.

,,მსგავსი ინფორმაცია კი არ ვრცელდება, არამედ თქვენ ავრცელებთ, ოპოზიციური მედია საშუალებები და სიცრუეს ტირაჟირებთ. არჩევნებამდე დარჩენილია შვიდი თვე, თუ შეგიძლიათ, გაიხსენოთ ერთი არჩევნები, როდესაც შვიდი თვით ადრე წარმოდგენილია კანდიდატი. რა თქმა უნდა, ვიღებთ კონსულტაციებში მონაწილეობას, რომ შევარჩიოთ, ვინ იქნება სხვადასხვა რაიონში საკრებულოს წევრი, მერები და ა.შ. ეს არის პროცესი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძლდება. კანდიდატის ვინაობა ერთი თვით ადრე ცხადი იქნება და გაიგებთ ყველაფერს, ეს არის კანონმდებლობით გათვალისწინებული. მე ვარ ქალაქის მერი, ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას. შესაბამისად, როდესაც გადაწყვეტილება მიღებული იქნება კანდიდატთან დაკავშირებით, ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის, ვინ იქნება ეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატი გაეროში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი იქნება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,564,879 ნახვა
%d bloggers like this: