პოლიტიკა

კრისტიან დანიელსონი ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს დღეიდან გამართავს

Nusagi

საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გამართავს.

უკვე ჩანიშნულია შეხვედრა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან. როგორც პარტიაში აცხადებენ, კრისტიან დანიელსონს „ნაციონალური მოძრაობიდან“ სალომე სამადაშვილი და აკაკი მინაშვილი დღეს, დღის მეორე ნახევარში შეხვდებიან.

ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი თბილისს დღეს ეწვია. ის უკვე შეხვდა პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს.

დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად. კრისტიან დანიელსონი მედიის წარმომადგენლებს 13.00 საათზე შეხვდება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,553,363 ნახვა
%d bloggers like this: