ხელოვნება და კულტურა

კრისტის აუქციონზე 100 დოლარად გამოტანილი JPG-ფაილი 69,3 მლნ დოლარად გაიყიდა

Nusagi

აუქციონ Christie’s-ზე მხატვარ მაიკ ვინკელმანის (Beeple) ნამუშევარი გაიყიდა სახელწოდებით Everydays: The First 5000 Days. ნამუშევარი წარმოადგენს 5 000 გამოსახულებიან კოლაჟს.

ეს არის ნახატების ფოტოები, რომელსაც მხატვარი სოციალურ ქსელში ყოველდღიურად აქვეყნებდა 2007 წლიდან. 

აღსანიშნავია, რომ სურათი არის ჩვეულებრივი  JPG ფაილი, რომელიც გაიყიდა, როგორც NFT ტოკენი -უნიკალური სერტიფიკატი, რომელიც ბლოკჩეინში ინახება და ციფრული ობიექტის შენახვის უფლებას ადასტურებს.

ყველაზე უჩვეულო ამ ისტორიაში ის არის, რომ აუქციონი 2 კვირა გაგრძელდა და ნამუშევრის ფასი ამ ხნის განმავლობაში 100 დოლარიდან რეკორდულ 69,3 მილიონამდე გაიზარდა. 

სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, ნამუშევარი იყიდა რამდენიმე ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა, მათგან ერთ-ერთი კრიპტოვალუტის პლატფორმა TIRON-ის შემქმნელი ჯასტინ სანია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,738 ნახვა
%d bloggers like this: