Uncategorized

ყველა აცრილ ადამიანს იმუნიზაციის ორენოვანი ცნობა გადაეცემა

Nusagi

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ყველა აცრილ ადამიანს მიეცემა დამადასტურებელი ცნობა.

გამყრელიძის თქმით, დოკუმენტი ორენოვანი იქნება.

„ყველა აცრილ ადამიანს მიეცემა დამადასტურებელი ცნობა, რომ ის აიცრა ამა და ამ ვაქცინით, ეს არის ორენოვანი ცნობა. შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება დაარტყამს ბეჭედს და მოაწერს ხელს“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ პირველი პარტიის 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ჩამოვიდა

„ასტრაზენეკას“ ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია და საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით, მას მიცემული აქვს ჯანდაცვის სამინისტროსა და ეროვნული მარეგულირებელი სააგენტოს მიერ ქვეყანაში იმპორტისა და გამოყენების უფლება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,564,879 ნახვა
%d bloggers like this: