პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე ჰესის საწინააღმდეგო მოძრაობაზე: დღეს სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს

Nusagi

ჰეს(ებ)ის საწინააღმდეგო მოძრაობა ადრეც უშვებდა შეცდომებს. დღეს სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს, როცა პოლიტიკური პირის გადადგომას ითხოვენ. დღეს მინისტრის გადადგომას მოითხოვენ, დაუკმაყოფილებენ, მერე პრემიერის გადაყენება მოუნდებათ, შემდეგ ვადამდელი არჩევნები…ასეა ყოველთვის,-ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ნამახვანჰესის საწინააღმდეგო მოძრაობის მიერ გაჟღერებულ პოლიტიკურ მოთხოვნას.

მისი თქმით, რაიმე კეთილშობილურ იდეას და პროტესტს ვერ იპოვი, მის უკან პოლიტიკა ან გეოპოლიტიკა რომ არ იდგეს.

„აქაც იგივეა. ჩამოყალიბდით, პოლიტიკა გაინტერესებთ, თუ ხეობის ეკოლოგია და უსაფრთხოება?! საკმაო გამოცდილება მაქვს გავარკვიო ვის რა ამოძრავებს…ზოგიერთს ისე მოაქვს თავი, თითქოს ყველაზე მეტად უყვარს სამშობლო. ვინც ყველაზე იოლად აწებებს იარლიყებს სხვას, როგორც წესი ისაა ხოლმე სხვისგან მართული. ეს ისე, ზოგადად….

კიდევ დავუბრუნდები თემას. ოღონდ, რაღამც პოლიტიკაში გადაიზარდეთ, ჩემი შეფასებებიც შესაბამისი იქნება.თუ აქამდე ვიყავი იმ მოსაზრებაზე, რომ ეკოლოგიის და სეისმო, თუ სხვა ტიპის უსაფრთხოების კუთხით იყო ბევრ კითხვაზე პასუხი გასაცემი, რაც პროექტის მისამართით იყო, ახლა უფრო მეტი კითხვა მიჩნდება პროექტის მოწინააღმდეგეთა მისამართით.

ანა-ბანაა, როცა ჰესი და ხეობა გაწუხებს, პოლიტიკისგან უნდა გამიჯნო. არ უნდა მოგვაჩვენოთ, რომ ჰესი საბაბი იყო. ან თურნავამ რითი შეგიშალათ ხელი, დამატებითი კვლევები დაანიშნინა და მათ დასრულებამდე მშენებლობა შეაჩერებინა. დღეს რა გაქვთ საპრობლემო. ჩაერთეთ კვლევებში. გამოდის, თქვენ ეს საკითხი არ გადარდებთ და არ ხართ დარწმუნებული, რომ კვლევების შედეგები უარყოფითი იქნება. ანუ, კვლევამ რაც არ უნდა აჩვენოს, ასე გინდათ უბრალოდ, რომ არ უნდა აშენდეს და მორჩა. ხომ ასეა?

მაშინ რა საჭირო იყო ექსპერტების მობილიზება და ეს ფარსი? გეთქვათ ორი რამ: საქართველოში ჰესები არ უნდა აშენდეს და თუ აშენდება, მხოლოდ რუსეთმა უნდა ააშენოს. ასე გამოგდით, აშკარად. კიდევ ერთი, კვალიფიკაციის პრობლემა გიდგათ, აშკარად. მაგალითად, ვუცქირე მწვანე ალტერნატივის ვიდეო ბლოგს. ძალიან ზედაპირულია.

მოკლედ, ეს არაა ვენების და იოგების საფხრეწი თემა. ნურც ვინმეს შეეჯიბრებით პატრიოტიზმში. ამ თემის ახლიდან გამოკვლევას საკმაო დრო და ბევრი სპეციალისტის მუშაობა სჭირდება. დაჯექით და იმუშავეთ. თუ პოლიტიკა გსურთ და ახალი “ზელენსკის” შექმნის ტექნოლოგიაა, მაშინ სხვა სფეროში გადავდივართ.ყველაზე დიდი ეჭვი კიდევ მაშინ ჩნდება ხოლმე, თავისივე დაწყებულ პროექტს რომ აპროტესტებენ…“,-წერს ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,624 ნახვა
%d bloggers like this: