მედიცინა

პაატა იმნაძე ხვალ, 09:00 საათზე პირველი აიცრება ღია ეთერში

Nusagi

პაატა იმნაძე ხვალ, 09:00 საათზე დემონსტრაციულად პირველი აიცრება ღია ეთერში, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეჭვი არ ეპარება, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 ათასი დოზა ორ კვირაში დაიხარჯება და შეფერხება არ იქნება.

„ხვალ 09:00 საათზე პაატა იმნაძე დემონსტრაციულად პირველი აიცრება ღია ეთერში, სწორედ ჩვენს დაწესებულებაში, რითიც ხაზს გაუსვამს, რომ ეს დაწესებულება არის ფლაგმანი კოვიდთან ბრძოლაში და ის, ვინც პირველი პაციენტი მიიღო.

ეჭვი არ მეპარება, რომ ეს 43 ათასი დოზა სულ რაღაც ორ კვირაში დაიხარჯება და არავითარი შეფერხება არ იქნება, რადგან უკვე არის ასეთი განწყობა. პლუს, ჩვენ ვიმუშავებთ ამისთვის.

ყველა ელოდება პირველ დღეს და რომ ნახავენ, ძალიან წარმატებით ჩატარდება, მერე ყველა გათამამდება და თავშეკავებულთა რიცხვი ავტომატურად შემცირდება“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,731 ნახვა
%d bloggers like this: