პოლიტიკა

„პროცესი წინ მიდის, მოლაპარაკებები გრძელდება“ – თალაკვაძე დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ

Nusagi

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის თქმით, ორივე მხრიდან კონსტუქციული მიდგომებით ოპოზიცია და ხელისუფლება შეძლებენ ამოწურონ უთანხმოება და შეძლონ ნორმალური პოლიტიკური პროცესის განახლება.

„გვქონდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, საქმიანი, კარგი შეხვედრა. პროცესი წინ მიდის, მოლაპარაკებები გრძელდება, განსაკუთრებით, მინდა მადლობა გადავუხადო ევროპელ კოლეგებს და ბატონ დანიელსონს პროფესიონალური მიდგომისთვის, როგორიც მას აქვს მედიაციის და დიალოგის ფარგლებში. ვფიქრობ, შეთანხმების პუნქტები ყალიბდება იმ ფორმით, რომ პოზიციების დაახლოება შესაძლებელია და იმედს ვიტოვებ, რომ ორივე მხრიდან კონსტრუქციული მიდგომებით ჩვენ შევძლებთ ამოვწუროთ ეს უთანხმოება და შევძლოთ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს დაუბრუნდეს ყველა პოლიტიკური პარტია და პარლამენტი,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლების მიზანია, ეძებონ რაც შეიძლება მეტი საერთო, რასაც ამ შემთხვევაში, ქვეყნის წინაშე არსებული ამოცანები წარმოადგენს.

„ჩვენ, როგორც ხელისუფლება, ჩვენს პასუხისმგებლობას სრულად განვახორციელებთ მომავალშიც იმისთვის, რომ საჯარო ფუნქციების შესრულება გაგრძელდეს უწყვეტად და სახელმწიფომ გააკეთოს ყველა ის საქმე, რა ვალდებულებაც აქვს თავისი მოქალაქეების წინაშე, ამაში ხელს ვერ შეუშლის ვერცერთი დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფი.

ჩვენ აქ ვართ იმისთვის ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად, რომ შევთანხმდეთ მომავალ საკითხებზე და ვეძებოთ არა განსხვავებული დაპირისპირების საკითხები ერთმანეთთან, არამედ ვეძებოთ ის, რაც შეიძლება საერთო გახდეს ჩვენთვის მომავალში – ასეთი საერთო არსებობს და ეს არის ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული ამოცანები, გამოწვევები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით თვეების განმავლობაში და რისთვისაც, ჩვენ დემოკრატიული რეფორმები გავატარეთ ამ წლების განმავლობაში.

დღეს არის დრო, როდესაც ეს დემოკრატიული რეფორმები ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა გამოიყენოს,“ – აღნიშნავს თალაკვაძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,553,361 ნახვა
%d bloggers like this: