ეკონომიკა

შესაძლებელია, რომ ელექტროენერგია არ ვაწარმოოთ და თან გვქონდეს? ოღონდ ნუ მეტყვით ქარი და მზეო!

Nusagi

დიდი თხოვნა მაქვს იმ პატივცემულ ადამიანებთან, ვინც ეწინააღმდეგება საქართველოში ელექტრო ენერგიის წარმოებას! სანამ თხოვნას ჩამოვაყალიბებ, მიდა დავაფიქსირო, რომ, ყველანაირ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, მათ შორის, “არ გვინდა” -საც,-ამის შესახებ ბიზნესმენი და ყოფილი პოლიტიკოსი ირაკლი იაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, წარმოუდგენელია, ქვეყანამ იარსებობს ენერგიის გარეშე.

„უბრალოდ, ჩემი კომპეტენცია, გამოცდილება, და თუნდაც, ინტელექტი არ ყოფნის იმას, რომ გავიგო როგორ უნდა იარსებოს ქვეყანამ ენერგიის გარეშე. სამაგიეროდ ჩემი კომპეტენცია ყოფნის იმას, რომ ზუსტად ვიცოდე რა ელის ქვეყანას უახლოეს რამოდენიმე წელიწადში, თუ ელ.ენერგიის წარმოება შევაჩერეთ! ამიტომ ვთხოვ პატივცემულ ელ.ენერგიის წარმოების მოწინააღმდეგეებს ამიხსნან 5-6 წელიწადში როგორ უნდა აანთოს ნათურა ჩამოსულმა ტურისტმა, ან ჩართოს კონდიციონერი, ან დააგემოვნის ცივი ღვინო, ან მიირთვას ცხელი ხაჭაპური და ა.შ.?

თუ რაიმე ამდაგვარი გამოსავალი იცით, რომ თან არ ვაწარმოოთ და თან გვქონდეს, გთხოვთ არ დამიმალოთ და მეც გამაგებინეთ! ოღონდ, თუ თქვენი ცოდნა შემოიფარგლება მხოლოდ მამულიშვილური პათეტიკით და სამშობლის სიყვარულით, მაშინ არ გამომეხმაუროთ, ეგ ისედაც ვიცი, უთქვენოდ! ასევე ნუ მეტყვით ქარი და მზეო! ეგ ორივე შეუძლებელია წყალსაცავიანი ჰესების გარეშე! ზუსტად ერთი თვის წინ საქართველოში კომპანიებს 70% ით გაუძვირდათ ელ. ენერგიის გადასახადი. მიზეზი ძვირი იმპორტი. ამიტომ, იმპორტზეც ნუ ვისაურებთ!“,-წერს ირაკლი იაშვილი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,564 ნახვა
%d bloggers like this: