ჯანდაცვა

ზაზა წერეთელი ევროპის ზოგიერთ ქვეყნებში AstraZeneca-ს ვაქცინის შეჩერების მიზეზს განმარტავს

Nusagi

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი განმარტავს, თუ რატომ შეაჩერა ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება. 

როგორც ზაზა წერეთელმა აღნიშნა,

„სწორედ იმ მომენტში, როდესაც საქართველომ შემოიტანა და დაიწყო ასტრაზენეკას ვაქცინაცია, შეიქმნა ისეთი სიტუაცია ევროპაში, რამდენიმე ქვეყანაში, რომ 2 კვირით ვაქცინაცია შეაჩერეს. მიზეზი იყო თრომბოემბოლიის შემთხვევევი, რომელიც ამ ქვეყნებში დაფიქსირდა.

უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ არცერთმა ამ ქვეყანამ უარი არ განაცხადა ვაქცინაციის პროგრამაზე და ყველა ეს ქვეყანა ვაქცინაციის პროგრამას აგრძელებს. ეს ქვეყნები ჯერ კიდევ ძალიან დიდ მოლაპარაკებაში არიან ასტრაზენეკასთან და უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, ასტრაზენეკა ვერ ახერხებს იმ რაოდენობის ვაქცინა მიაწოდოს ამ ქვეყნებს, რამდენსაც შეპირდა და ეს კიდევ ცალკე საკითხია“, – აღნიშნა წერეთელმა.

მისივე თქმით, ასტრაზენეკას დროებითი შეჩერების მიზეზი ძალიან სპეციფიურია.

„დროებითი შეჩერების მიზეზი არის ძალიან სპეციფიური, ეს ახსნა ნორვეგიამაც და გერმანიამაც. ყველა ის შემთხვევა რაც დაფიქსირდა იყო ატიპიური, განვითარდა კლასიკური თრომბოემბოლიის მაგალითებით.

მაგალითად, გერმანიაში იყო 6 შემთხვევა, საიდანაც 2 დაიღუპა. ეს განვითარდა 20-დან 50 წლის ქალბატონებში. მაგალითად, ასეთი იშვიათი შემთხვევა მოხდა ნორვეგიაში, როდესაც 4 ადამიანი იყო და აქედან ერთი დაიღუპა. რადგანაც ატიპიურად წავიდა ეს შემთხვევა და უეცრად მოხდა ერთდროულად, ამან გამოიწვია გარკვეული შეშფოთება და იმის გამო, რომ ყველანაირი რისკი იყოს აწონ-დაწონილი ქვეყნებმა გადაწყვიტეს დროებით შეეჩერებინათ და კვლევები გაეგრძელებინათ“, – განაცხადა წერეთელმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში შესულია ბელგიაში წარმოებული ვაქცინა.

„საქართველოში შემოსულია სამხრეთ კორეული ვაქცინა, ევროკავშირის ქვეყნებში ყველგან შედის ბელგიაში წარმოებული ვაქცინა. იმის გამო, რომ ასტაზენეკა ვერ ახერხებდა მოცულობის გაზრდას, ისინი ახლა მეორე ქარხანას აკეთებენ ნიდერლანდებში, რომელიც რამდენიმე თვეში უნდა გაიხსნას და ამით გაზრდიან წარმოებას“, – დასძინა წერეთელმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,524,398 ნახვა
%d bloggers like this: