ეკონომიკა

თბილისში 24-მეტრიანი ავტობუსები აღარ იქნება

Nusagi

თბილისში 24-მეტრიანი ავტობუსები აღარ იქნება. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ  განაცხადა.

როგორც ხმალაძემ აღნიშნა, დედაქალაქში ყველაზე დიდი – 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ.

ამასთან, მისივე განმარტებით, ახალი სატრანსპორტო ქსელი თბილისში 2023 წელს ამოქმედდება.

„ეს არის ვადა, რა დროსაც 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი ახალი ავტობაზით გვეყოლება. მხოლოდ ამ დროისთვის შევძლებთ იმ ქსელის ამუშავებას, რაც „სისტრამ“ დაგვიწერა. მანამდე არის გარდამავალი ქსელი, რადგან სწრაფ დერეფანში 18-მეტრიანი ავტობუსები არ მოძრაობენ. შესაბამისად, არის გარკვეულწილად ჰიბრიდული, გარდამავალი ქსელი. 2023 წლიდან იქნება სრულფასოვანი ქსელი“, – განაცხადა ხმალაძემ.

კითხვაზე: დახურულია თუ არა 24-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანის საკითხი, ხმალაძემ უპასუხა: „დიახ, ავტობუსები თბილისში მხოლოდ 18-მეტრიანი იქნება“.

ipn

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,678 ნახვა
%d bloggers like this: