მედიცინა

მეცნიერებმა კორონავირუსის „კარგი“ სიმპტომი დაასახელეს

Nusagi

ესპანელი მეცნიერების ჯგუფმა დაადგინა, რომ ყნოსვის დაკარგვა კორონავირუსის „კარგი“ სიმპტომია.

სან-კარლოსის კლინიკური საავადმყოფოსა და ესპანეთის უნივერსიტეტების სპეციალისტებმა 5 868 პაციენტის მონაცემები შეისწავლეს, რომლებმაც COVID-19 გადაიტანეს. ამ პაციენტებიდან ყნოსვისა და გემოს დაკარგვა ქალებში 12,41%-ს დაუფიქსირდა, კაცებში კი – 8,67%-ს. ამასთან, აღმოჩნდა, რომ ეს სიმპტომები ყველაზე ხშირად 65 წელზე ნაკლები ასაკის ადამიანებში გამოვლინდა.

როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, მსგავსი სიმპტომები ძლიერ იმუნურ პასუხზე მიუთითებს, რაც თავის მხრივ, ციტოკინური შტორმის განვითარების საშიშროებას ამცირებს, რომელიც პოტენციურად პაციენტის გარდაცვალებით სრულდება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,678 ნახვა
%d bloggers like this: