Uncategorized

„ჩვენ ვართ 90 ცალი მუთაქა და თქვენ მგლობის ვერაფერი შეგატყეთ“ – წულუკიანი ელისაშვილს

Nusagi

„მინდა მოგიწოდოთ, რომ თქვენს გვერდით მჯდომ კოლეგას, ხანდახან, სამართალში რაღაცები დაეკითხეთ ხოლმე“ – ამ სიტყვებით უმრავლესობის წევრმა თეა წულუკიანმა ალეკო ელისაშვილს პარლამენტის სხდომაზე მიმართა.

„არ შემიძლია, უპასუხოდ დავტოვო, როდესაც ჩვენი მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს ერთ-ერთ წევრს, ბატონ რიჟვაძეს მექრთამეს უწოდებენ!

ბატონო ალეკო, თქვენ მოგმართავთ. აქ ორი რამ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, როგორ იქცევით თქვენ და რა ხდება ბათუმის ბულვარში.

მეც ვფიქრობ, რომ იქ რაც შენდება, მიუღებელია და ბატონ რიჟვაძესთან მქონია ამ თემაზე საუბარი და მინდა გითხრათ, რომ ის არის ერთ-ერთი, ვინც ამას შეეწინააღმდეგა ბატონი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს და მან მინიმუმამდე დაიყვანა ის ზიანი, რაც ახლა გვაქვს.

თქვენ თქვით ბატონო ალეკო ასეთი რამ, რომ პარლამენტში დევს 90 ცალი მუთაქა „ქართული ოცნებიდან“ და 60 მგელი რომ შევალთ იქ, ნახეთ რას დავატრიალებთო.

ახლა, ჩვენ ვართ 90 ცალი მუთაქა და თქვენ მგლობის აქ ვერაფერი შეგატყეთ.

თქვენ არაკომპეტენტური ხართ, როცა თვლით რომ საკანონმდებლო ორგანოს ერთ დეპუტატს აქვს რაიმე ტიპის უფლება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური ანგარიშვალდებულად აქციოს მის წინაშე.

მინდა მოგიწოდოთ, რომ თქვენს გვერდით მჯდომ კოლეგას, ხანდახან, სამართალში რაღაცები დაეკითხეთ ხოლმე,“ – მიმართავს წულუკიანი ელისაშვილს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,564,897 ნახვა
%d bloggers like this: