Uncategorized

რას წარმოვიდგენდი, რომ ქალი, რომელიც თოკზე გამობმულ ძაღლს მარტო მიასეირნებდა, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იქნებოდა

Nusagi

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და დღეს, ქუჩაში სეირნობისას მიღებულ შთაბეჭდილებებზე წერს.

„რა ხანია ქალაქის ცენტრისკენ არ გამივლია. დღეს ამინდმა გამიტყუა. ქუჩის მარჯვენა მხარეს, პარლამენტის წინ, ისევ კარვები დგას, ბევრი კარავი, ისევ რაღაცას აპროტესტებენ, ვერა და ვერ შედგა უკარვო ქვეყანა… ქუჩის მარცხენა მხარეს, საჯარო ბიბლიოთეკისკენ უნდა ჩამეხვია და უცებ ნაცნობი სახე შემომეფეთა, უიი, ძაან ნაცნობი, ძააან, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, რომ ქალი, რომელიც თოკზე გამობმულ ძაღლს სრულიად მარტო მიასეირნებდა, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იქნებოდა!!! ამიტომ ფოტოს გადაღებაც დამიგვიანდა, მე შენ გეტყვი და ხელისშემშლელი მყავდა ვინმე…“,-წერს ნინო კვაჭანტირაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ნინო კვაჭანტირაძე ფოტოსაც აქვეყნებს, რომელსაც აქტიური გამოხმაურება ახლავს. ფეისბუქმომხმარებლები ავტორს ურჩევენ, აიღოს ფოტო, რათა ოპოზიციურმა ტელევიზიებმა ამჯერად პრეზიდენტის ძაღლის შესანახ ხარჯებზე არ გააკეთონ სიუჟეტები.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ოპოზიციურმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რა უჯდება ქვეყანას პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომარაგება ტუალეტის ქაღალდებით.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,624 ნახვა
%d bloggers like this: