პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი – „ლეიბორისტული პარტია“ ტოვებს მოლაპარაკებათა ფორმატს, სადაც პირველ საკითხად არ იხილება ახალი არჩევნები და არ წყდება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება

Nusagi

„ლეიბორისტული პარტია“ ტოვებს მოლაპარაკებათა იმ ფორმატს, სადაც პირველ საკითხად არ იხილება ახალი საპარალამენტო არჩევნების თარიღი და არ წყდება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, – ამის შესახებ „ლეიბორისტულა პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომელმაც ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარე ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა დატოვა.

„მინდა, განვაცხადო, რომ „ლეიბორისტული პარტია“ ტოვებს მოლაპარაკებათა იმ ფორმატს, სადაც პირველ საკითხად არ იხილება ახალი საპარალამენტო არჩევნების თარიღი და სადაც პირველ საკითხად არ წყდება პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება, სადაც ნიკა მელია, უკანონოდ დაპატიმრებული, არ ზის ჩვენს გვერდზე“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა, რომლის თქმითაც, ამ დროისთვის შეხვედრაზე საარჩევნო და სასამართლო რეფორმის პრობლემატიკა განიხილება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,678 ნახვა
%d bloggers like this: