ევროპის მედიკამენტების სააგენტო დღეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შესახებ დეტალურ ანგარიშს წარადგენს.
ევროკავშირის მარეგულირებელ ორგანოში ამ საკითხის განხილვა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც 13-მა ქვეყანამ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერა. ამის მიზეზად აცრილ მოქალაქეებში გამოვლენილი თრომბის შემთხვევები დასახელდა.
მანამდე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის სარგებელი მეტია, ვიდრე შესაძლო საფრთხეები. ამიტომ, სპეციალისტები ვაქცინაციის პროცესის გაგრძელების რეკომენდაციას იძლევიან.
ევროკავშირსა და ბრიტანეთში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრილი 17 მილიონი ადამიანიდან თრომბოემბოლია 37 პაციენტში გამოვლინდა.
Facebook Comments Box