ჯანდაცვა

თამარ გაბუნია: საქართველოში „ასტრაზენეკას“ შემდგომი გამოყენების საკითხზე დღეს საღამოს იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფი იმსჯელებს

Nusagi

დღეს სამინისტროში შეიკრიბება იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფი, ასევე გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციის პროცესის შემდგომი გაგრძელებისა და ფორმატის შესახებ, როგორ მოხდება ამ მოვლენის შემდეგ ვაქცინაციის პროგრამის განვითარება ჩვენს ქვეყანაში, „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე ვსაუბრობ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ვაქცინაციის შემდეგ სამედიცინო პერსონალს გვერდითი რეაქცია დაუფიქსირდა.

„როგორც მოგეხსენებათ, ორშაბათს ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ვაქცინირებულ პირთა რაოდენობა ამ დროისთვის 3500-ზე მეტია. დღეს 16:00 საათისთვის სამინისტროში შემოვიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აცრის შემდგომ პერიოდში სამედიცინო პერსონალს, ახალციხის „იმედის“ კლინიკაში დაუფიქსირდა გვერდითი რეაქცია, რომელიც სავარაუდოდ შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ვაქცინაციასთან. მომხდარზე დაიწყო მოკვლევა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,229 ნახვა
%d bloggers like this: