უცხოური მედია

მეგან მარკლს აშშ-ის პრეზიდენტობა სურს – ამ იდეას ტრამპმა საჯაროდ დაუჭირა მხარი

Nusagi

მეგან მარკლი ისარგებლებს ფურორით, რომელიც ოპრასთან მისმა ინტერვიუმ გამოიწვია და პოლიტიკურ კარიერას შეუდგება, ამის შესახებ  The Daily Mail ვესტმინსტერიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.

ლეიბორისტული პარტიის წევრმა, ტონი ბლერის ადმინისტრაციის ყოფილმა ვეტერანმა, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს ვაშინგტონთან, გამოცემას განუცხადა, რომ 39 წლის მეგან მარკლს მჭიდრო კავშირები აქვს დემოკრატებთან, რათა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის თანხები მოიზიდოს.

გასულ წელს, მეგან მარკლი და პრინცი ჰარი არ მალავდნენ თავიანთ პოლიტიკურ შეხედულებებს და დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიას საკმაო დარტყმებიც მიაყენეს, როდესაც ამომრჩევლებს მოუწოდეს, გამიჯნოდნენ ტრამპის „სიძულვილით სავსე გამონათქვამებს“. მაშინ წყვილის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს იყო მათი მხრიდან „მოწოდება წესიერებისკენ“. თავად ტრამპმა კი, განაცხადა, რომ მეგანის ფანი არ არის.

გასულ წელს, Vanity Fair-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მეგან მარკლის მეგობარმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, როს გამოც მეგანი აშშ-ს მოქალაქეობას არ თმობს, პოლიტიკაში მისი ინტერესია. ამერიკელმა კონსტიტუციონალისტებმა კი პასუხად განაცხადეს, რომ თუ მეგანს ვაშინგტონის პოლიტიკაში მონაწილეობა სურს, თავისი ტიტულის დათმობა მოუწევს. 

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ჰერცოგინია სავარაუდოდ, 2024 წელს ელოდება, როდესაც პრეზიდენტი ბაიდენი 82 წლის გახდება და აჩევანს გააკეთებს, სურს თუ არა მეორე ვადით პრეზიდენტობა.

აშშ-ს ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი აღნიშნულ ინფორმაციას fox news-თან ინტერვიუს დროს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მეგან მარკლის გადაწყვეტილებას მიესალმება.

„რას ვიზამთ, იმედი მაქვს სიმართლეა, რადგან ასეთ შემთხვევაში მეტი მოტივაცია მექნება საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობისთვის“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,606 ნახვა
%d bloggers like this: