მედიცინა

ახალციხიდან გადმოყვანილი ექთნის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა, თუმცა კვლავ მძიმეა

Nusagi

ახალციხიდან გადმოყვანილი 27 წლის ექთნის მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა კვლავ რჩება მძიმედ,- ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს.

„ სავარაუდოდ, იქ მოხდა ძლიერი ალერგიული რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი. პაციენტი შემოსვლისას იყო უმძიმეს მდგომარეობაში, მოხდა ყველა კვლევის ჩატარება, ტვინის ფუნქციის განსაზღვრა. ტვინი ჯერ ცოცხალია. ვნახოთ, 24 საათში რა იქნება. მძიმე მდგომარეობა იყო, გვიან საღამოსთვის მოხერხდა დასტაბილურება და პაციენტი აყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. ღამე იყო საკმაოდ მძიმე. ლევან რატიანი აქ იყო მთელი ღამე, ამ დილისთვის მოხერხდა სტაბილიზაციის მიღწევა.

აპარატთან არის სინქრონში. წნევის დარეგულირება ხერხდება სამი მედიკამენტის დახმარებით. მდგომარეობა დილით შედარებით სტაბილურია, თუმცა მდგომარეობა არის მძიმე. პაციენტი ცოცხალია. 24 საათში უნდა მოხდეს განმეორებითი კვლევების ჩატარება. ინექციიდან გადის 24 საათი. ვნახოთ, რა იქნება“, – განაცხადა ლალი ტურტელაძემ.

ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი გუშინ განუვითარდა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,738 ნახვა
%d bloggers like this: