პოლიტიკა

ჩვენი მხრიდან დათმობა იყო ის, რომ ჩვენ ვმონაწილეობდით მოლაპარაკებებში

Nusagi

“ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაუხურა კარი ევროპას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა განაცხადა კრისტიან დანიელსონთან დასრულებული მოლაპარაკებების შემდეგ.

“ორი მთავარი საკითხი იყო, რაზეც ვერ მოხდა „ქართული ოცნების“ დათანხმება, ეს არის მთავარი საკითხი იმ კრიზისის გადასაწყვეტად, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის ძალიან მძიმედ, პოლიტპატიმრების ნიკა მელიას და გიორგი რურუას გამოშვება და ზოგადად პოლიტიკური დევნის დასრულება ქვეყანაში.

მეორე  იყო ვადამდელი არჩევნები. დღეს „ქართულმა ოცნებამ“ დაადასტურა, რომ მათში ძალიან რთულია მოლაპარაკების რესურსის მოძებნა, ამიტომ ეს იქნება ძალიან მაღალი ფასი. პოლიტიკური ფასი დაუჯდება „ქართულ ოცნებას“ და გარდა საერთაშორისო წნეხისა, რომელიც აუცილებლად გაიზრდება, ბუნებრივია, გააქტიურდება სამოქალაქო პროტესტი, რომელიც ახლად მიმდინარეობს, თუმცა ეს გახდება უფრო ფართო და უფრო ინტენსიური“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციის დათმობას, რას ნიშნავს დათმობა, როდესაც ლაპარაკი არის ქვეყანაში არსებულ კრიზისზე და როცა ადამიანებს უჭირთ ცხოვრება, ეს სირთულეები ყოველდღიურად უფრო და უფრო მძიმე ხდება. ჩვენ ძალიან მარტივად დავხატეთ გამოსავლის გზა, გამოსავლის გზა რა არის, ეს დაპირისპირება უნდა დასრულებულიყო პოლიტიკური დევნის შეწყვეტით და უნდა ყოფილიყო სამართლიანი ვადამდელი არჩევნები, სადაც საქართველოს მოქალაქეები აირჩევდნენ ხელისუფლებას და მისცემდნენ მათ ლეგიტიმაციას. ეს იმიტომ კი არ იყო საჭირო, რომ რომელიმე პარტიის ინტერესი იყო, ეს იყო საჭირო, რათა ქვეყანას დაეწყო განვითარების გზაზე სვლა. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ დათმობებზე, ოპოზიციამ დავთმეთ თუნდაც იმ კუთხით – მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თავმჯდომარე დააკავეს და ჩაატარეს სპეცოპერაცია „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ოფისში, ჩვენ ვმონაწილეობდით ამ მოლაპარაკებებში, ეს იყო დათმობა. ” – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,738 ნახვა
%d bloggers like this: