პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი – ოპოზიცია პროტესტის უწყვეტ რეჟიმზე გადადის

Nusagi

დღეიდან ოპოზიცია გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. ჩვენ ჩავალთ ყველა ქალაქსა და სოფელში, შევალთ ყველა ოჯახში და კიდევ ერთხელ დავარწმუნებთ მოსახლეობას, რომ ამ ბრძოლას ნამვდილად აქვს აზრი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გაიმართება არაერთი აქცია თბილისსა და რეგიონებში, 15 მაისს კი თბილისში, რუსთაველის გამზირზე დიდი აქცია ჩატარდება.

„კრისტიან დანიელსონის მიერ გამართული მოლაპარაკებები „ქართული ოცნების“ დესტრუქციული ქმედებების გამო უშედეგოდ დასრულდა. „ოცნებამ“ ზურგი შეაქცია ევროპას და უარი თქვა საშიშ ზღვრამდე მისული პოლარიზაციის დასრულებაზე. ამიტომ ჩვენ, მთელი ოპოზიციური სპექტრი, პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც „ქართული ოცნების“ მიერ დათვლილი შედეგებითაც კი მოსახლეობის უმრავლესობამ დაგვიჭირა მხარი, ვაცხადებთ, რომ ჩვენს უკან საქართველოა, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, რომლისთვისაც იბრძოდნენ საუკუნეების განმავლობაში ჩვენი თანამოქალაქეები. ჩვენს უკან არის სახელმწიფოს იდეა, რომელიც დაფუძნებულია სამართლიანობაზე, თანასწორობაზე და რომლის მიხედვითაც წარსულს უნდა ჩავაბაროთ პოლიტიკური დევნა და ხელისუფლების მიტაცება არჩევნების გზით. დღეიდან ოპოზიცია გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. ჩვენ ჩავალთ ყველა ქალაქსა და სოფელში, შევალთ ყველა ოჯახში და კიდევ ერთხელ დავარწმუნებთ მოსახლეობას, რომ ამ ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი. ამ პერიოდის განმავლობაში გაიმართება არაერთი აქცია, თბილისსა და რეგიონებში, 15 მაისს კი თბილისში, რუსთაველის გამზირზე დიდი აქცია ჩატარდება. ოპოზიცია გადადის პროტესტის უწყვეტ რეჟიმზე, რომელიც ქვეყანას სასიკეთო ცვლილებებს მოუტანს“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,710 ნახვა
%d bloggers like this: