მედიცინა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 422 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Nusagi

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 169 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 915 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 254 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 422 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 277 218-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.82 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.52 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.49%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 158 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 269 784-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 691 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 422 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 216 შემთხვევა, აჭარა – 29, იმერეთი – 71, ქვემო ქართლი – 22, შიდა ქართლი – 22, გურია – 20, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 22, კახეთი – 10, მცხეთა-მთიანეთი – 3, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 717, საიდანაც: 1 423 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 730, აჭარაში – 137, იმერეთში – 273. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 276 პირი, მათ შორის, თბილისში – 1259, აჭარაში – 19, იმერეთში – 73. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 83 პირი, მათგან თბილისში – 52, აჭარაში- 4, იმერეთში – 11. 168 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 126 – თბილისში, 35 – აჭარაში. 2 126 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,710 ნახვა
%d bloggers like this: