საზოგადოება

გარდაცვლილი ექთნის ოჯახს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიენიჭა

Nusagi

გარდაცვლილი 27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

ადვოკატის ინფორმაციით, საქმის მასალების გაცნობას დაზარალებული მხარე ხვალიდან შეძლებს.

„ოჯახის მთავარი ინტერესია საქმე შეისწავლონ ბოლომდე და დადგინდეს სიმართლე, რატომ გარდაიცვალა მეგი. შესაბამისად, მის ოჯახს აინტერესებს თითოეული დეტალი, რომელიც იმუნიზაციას უკავშირდება და უარყოფითი ეფექტების მართვას“, – აცხადებს ადვოკატი.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდა მედდას, სავარაუდოდ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მეგი ბაქრაძე კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,524,400 ნახვა
%d bloggers like this: