პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გადაწყვეტილება აქციების გამართვაზე, კიდევ ერთხელ აჩვენებს ოპოზიციის დამოკიდებულებას დიალოგის პროცესისა და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ

Nusagi

გადაწყვეტილება აქციების გამართვაზე, კიდევ ერთხელ აჩვენებს ოპოზიციის დამოკიდებულებას დიალოგის პროცესისა და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ესაა კიდევ ერთი კონტრპროდუქტიული ნაბიჯი, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციას ხალხის შეკრების არავითარი რესურსი არ აქვს. მათ ჰქონდათ დაანონსებული 20 მარტს აქცია, თუმცა მოუწიათ ამ აქციის გაუქმება იმის გამო, რომ ხალხი ვერ იკრიბებოდა. ერთი მხრივ, ამტკიცებენ რომ თითქოს ხალხი არის აღშფოთებული არჩევნების „გაყალბებით“, მეორე მხრივ, ხალხი ვერ გამოჰყავთ. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მათი ნებისმიერი მსჯელობა არის მცდარი და ისინი თვითონ ატყუებენ საზოგადოებას. ამ პირობებში მათ არ აქვთ არავითარი რესურსი ხალხის შეკრების, ამის მიუხედავად, მაინც აანონსებენ აქციებს ორი თვის თავზე, რაზეც მათ დასცინიან მათივე მხარდამჭერები უკვე. ეს არ წაადგება იმ პროცესს, რომელსაც წარმართავენ საერთაშორისო პარტნიორები ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ“, – განაცხადა კობახიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,564 ნახვა
%d bloggers like this: