პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: კრიზისი ხელოვნურია, რადგან ნიკა მელიას შეუძლია ნებისმიერ დროს დატოვოს საპატიმრო, ხოლო ოპოზიციას შევიდეს პარლამენტში

Nusagi

ზოგადად, ეს კრიზისი ხელოვნურია, რადგან ჩვენ გვაქვს ვითარება, როცა ნიკა მელიას შეუძლია ნებისმიერ დროს გამოვიდეს ციხიდან და ოპოზიციას – ნებისმიერ დროს შევიდეს პარლამენტში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

„აქედან გამომდინარე, რადგან ოპოზიციას თავიდანვე ასეთი სივრცე აქვს მინიჭებული, ბუნებრივია ყოველგვარი საუბარი კრიზისზე არის ზედმეტი. მათ არ აქვთ არავითარი საფუძველი იმისთვის, რომ მელია არ გამოვიდეს გარეთ. მას აქვს ერთადერთი გადასახდელი გირაო და ესაა მინიმალური პასუხისმგებლობა მისი მხრიდან სახელმწიფოს მიმართ. რაც შეეხება პარლამენტში შესვლას, აქაც არანაირი საფუძველი არაა. ისინი შიდა შეხვედრებზეც კი ვეღარ ბედავენ საუბარს არჩევნების გაყალბებაზე, რადგან არავითარი საბუთები არ წარმოუდგენიათ და არის უკვე გამზადებული დოკუმენტები საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული და თავისუფალი“, – განაცხადა კობახიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს, 25 თებერვალს კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი, რომლებიც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,738 ნახვა
%d bloggers like this: