პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ასეთი ელჩები დროულად რომ არ გაუშვა თანამდებობიდან , ამაში ,,ქართული ოცნებაც” დამნაშავეა

Nusagi

ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის, ნატალი საბანაძის გადადგომას ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ეხმაურება და წერს:

„როცა შენი ქვეყნის ელჩი თანამდებობას ტოვებს, ცხადია, გარკვეული ეჭვები გიჩნდება, მაგრამ დასკვნების გამოტანას არ ჩქარობ: იქნებ და ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, იქნებ და რა მოხდა…მაგრამ მთელი „ნაციონალური მოძრაობა” და მათი ე.წ. ტელევიზიები რომ გაქებენ, ეს ეჭვები უფრო ღრმავდება…

ყველას არ ეხება, მაგრამ სამწუხაროდ, სულ მქონდა განცდა, რომ ჩვენი დიპკორპუსი და ელჩები არც თუ კარგად ირჯებინ, მათ რიცხვში კი, საქართველოს მთავარი დიპლომატი და წარმომადგენელი ევროკავშირსა და ბელგიაში, ქალბატონ ნატალია საბანაძეცაა (ახლა გადადგომა? მოვრჩით ევროპაში საქმეებს?! )…აქ ორი აზრი არ არსებობს-“ქართული ოცნებაცაა”დამნაშავე ასეთი ელჩები ადრე რომ არ გაუშვა თანამდებობიდან! იმედია, სწრაფად მოეგებიან გონს და ასეთი ადამიანებიდან დროულად გაიწმინდება ქართული დიპლომატიური კორპუსი ! სხვათაშორის, ისევ და ისევ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე…“,-წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,738 ნახვა
%d bloggers like this: