პოლიტიკა

ბექა დავითულიანი – გიორგი გახარია ქართულ პოლიტიკაში თუ შემობრუნდება, კონკურენტი იქნება, რადგან ის ამ პარტიიდანაა წასული

Nusagi

გახარიას ბევრი მნიშვნელოვანი საქმე აქვს გაკეთებული. თუ იგივე წარმატებით გააგრძელებს ოპოზიციის როლში საქმიანობას, კარგი იქნება ქართული პოლიტიკისთვის. ვნახოთ, რას იზამს”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი ყოფილი პრემიერის განცხადებას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ.

დავითულიანის თქმით, ყველას აქვს უფლება, პოლიტიკური ძალა შექმნას.

“რაც უფრო მეტი ჯანსაღი ძალა იქნება ქართულ პოლიტიკურ ველზე, მით უფრო კარგია ქართული პოლიტიკისთვის და მით უფრო უარესია რადიკალური ოპოზიციური ძალებისთვის, რომლებიც დესტრუქციაზე არიან ორიენტირებული.

საქართველო დემოკრატიული რესპუბლიკაა და ყველას აქვს უფლება, პოლიტიკური ძალა შექმნას და წარმოაჩინოს თავისი ხედვები პოლიტიკურ ასპარეზზე.  ქართულ პოლიტიკაში გიორგი გახარია ჯერ არ შემობრუნებულა, თუ შემობრუნდება, კონკურენტი იქნება, რადგან ის ამ პარტიიდანაა წასული. ჯერ თავისი პოლიტიკური გეგმების ანონსი გააკეთოს და შემდეგ ვისაუბროთ დანარჩენზე”,- აღნიშნა დავითულიანმა.

მისივე თქმით, მარჩიელობაა საუბარი იმაზე, თუ ვინ შეიძლება გადავიდეს მმართველი გუნდიდან გახარიას პარტიაში.

“ბევრი ადამიანია “ქართულ ოცნებაში”, ვინც გახარიასთან მეგობრობს, მასთან ადამიანური ურთიერთობები აქვს. ამიტომ, თუ მასთან ერთად დავინახავთ, ჯერჯერობით არ ნიშნავს, რომ არშექმნილი გუნდის წევრია. ჯერჯერობით მისი პოლიტიკური ხედვები არ გვინახავს, არც მისი ამბიცია პოლიტიკაში შემოსვლის, ამიტომ ნაადრევია და მარჩიელობაა ამაზე ლაპარაკი”,- განაცხადა დავითულიანმა.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგიმ გახარიამ დღეს განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,651 ნახვა
%d bloggers like this: