საზოგადოება

გამსახურდია მარშანიაზე: ნეტავ ვის ქაჯობაზე საუბრობს ქაჯეთის პრინცის, როსანის გულისსწორი?

Nusagi

“პოლიტიკური აზრის გიგანტი ადა მარშანია ღაღადებს: “გამსახურდია და არძინბა ქაჯები იყვნენ”. ნეტავ ვის ქაჯობაზე საუბრობს ეს ედიკას სეფექალი, მართლაც ქაჯეთის პრინცის, როსანის გულისსწორი? ”,- საქართველოს დესპანი გერმანიაში კონსტანტინე გამსახურდია ყოფილ დეპუტატს და “პატრიოტთა ალიანსის” ყოფილ წვერს, ადა მარშანიას განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

“პოლიტიკური აზრის გიგანტი ადა მარშანია ღაღადებს: “გამსახურდია და არძინბა ქაჯები იყვნენ”. ნეტავ ვის ქაჯობაზე საუბრობს ეს ედიკას სეფექალი, მართლაც ქაჯეთის პრინცის, როსანის (შდრ. რუსთაველის უკვდავი პოემა…) გულისსწორი? ვიღაცეებს ვერ მოუნელებიათ, მაშინ რომ ომი აირიდა საქართველომ და აიძულა სეპარები, ეცნოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ეს გამსახურდია-ალექსიძის კანონის 26-28-11-ის შედეგი იყო. მანამდე დამოუკიდებლობაზე 31 მარტის რეფერენდუმიც ყველგან ჩატარდა – მათ შორის გუდაუთაშიც, ტყვარჩელშიც, გაგრაშიც, ოჩამჩირეშიც.

აი ეს არ ასვენებთ მათ. სწორედ იმ “ვიღაცეების” რუპორია ეს ჰორმონალურ-ისტერიული “პატრიოტი”. დააკვირდით, რას ითხოვს – ომი მაშინვე უნდა დაწყებულიყო, რომ რუსეთის გენშტაბს და სპეცსამსახურს აფხაზეთი მაშინვე წაერთმია ჩვენთვის და დახოცილიყვნენ ჩვენი საუკეთესო ბიჭები. საუბედუროდ, მერე მაინც მოუწიათ, ღმერთმა ყველა გმირი გაანათლოს; ოღონდ მსუბუქი იარაღით ხელში, ავტომატებით და ყუმბრამტყორცნებით დარჩენილებს – მას მერე, რაც მისმა პოლიტიკურმა მშობელმა სოჭის ხელშეკრულებით მძიმე შეიარაღებისგან სრულიად დაცალა ქართული მხარე”, – წერს კონსტანტინე გამსახურდია.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,652 ნახვა
%d bloggers like this: