პოლიტიკა

„თუ გახარიას ოპოზიციური პარტიის ლიდერად ვიხილავთ, პოლიტიკური ცხოვრება უფრო საინტერესო გახდება“ – ალეკო ელისაშვილი

Nusagi

„თუ გახარიას ოპოზიციური პარტიის ლიდერად ვიხილავთ, ქართული პოლიტიკური ცხოვრება უფრო საინტერესო გახდება. ძალიან საინტერესო საყურებელი იქნება, როგორი იქნება ყოფილი პრემიერ-მინისტრი ოპოზიციური პარტიის ლიდერის რანგში“, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, გიორგი გახარია მმართველ გუნდში სერიოზული ფიგურა იყო და არსებობს ვარაუდი, რომ მას პარლამენტში საკუთარი ძალა ჰყავს.

„ამბობენ, მას გარკვეული საყრდენი პარლამენტში ჰყავს. ვინ არის მისი კადრი, ზუსტად არ ვიცი. ობიექტურად რომ ვთქვა, მისდამი ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად, გახარია არ იყო ხელწამოსაკრავი ფიგურა. სერიოზული ფიგურა იყო. შეძლებს თუ არა სერიოზული ფიგურა იყოს ოპოზიციაში, ამას დრო გვაჩვენებს, მანამდე ყველაფერი უმადური ნაცრის ქექვა იქნება“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,564,857 ნახვა
%d bloggers like this: