პოლიტიკა

რამდენადაც ვიცი, გიორგი გახარია პოლიტიკური პარტიის შექმნას ფიქრობს

Nusagi

“რამდენადაც ვიცი, გიორგი გახარია პოლიტიკური პარტიის შექმნას ფიქრობს და გარკვეულ კონსულტაციებს აწარმოებს”.,- ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გახარია ოპოზიციაში წავა, ქართული პოლიტიკური ცხოვრება გაცილებით საინტერესო გახდება.

„უფრო საინტერესო გახდება ქართული პოლიტიკური ცხოვრება გახარიას ოპოზიციაში წასვლის შემდეგ და თუ მას ვიხილავთ ოპოზიციური პარტიის ლიდერად, ძალიან საინტერესო საყურებელი იქნება, როგორი იქნება ყოფილი პრემიერ-მინისტრი ოპოზიციური პარტიის ლიდერის რანგში. ამბობენ, მას გარკვეული საყრდენი პარლამენტში ჰყავს. ვინ არის მისი კადრი, ზუსტად არ ვიცი. ობიექტურად რომ ვთქვა, მისდამი ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად, გახარია არ იყო ხელწამოსაკრავი ფიგურა. სერიოზული ფიგურა იყო. შეძლებს თუ არა სერიოზული ფიგურა იყოს ოპოზიციაში, ამას დრო გვაჩვენებს, მანამდე ყველაფერი უმადური ნაცრის ქექვა იქნება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

„მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სხვადასხვა ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ. უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ. რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს შესაძლებლობას და საშუალებას, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ. ეს არის, დღეს რისი თქმაც მინდოდა, მეთქვა. დროებით, მალე შევხვდებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,710 ნახვა
%d bloggers like this: