საზოგადოება

უცხოელი სპეციალისტები ვაშლიჯვრის ფერდობის მეწყრულ პროცესებს ადგილზე სწავლობენ

Nusagi

თბილისის მერიის მიერ მოწვეული უცხოელი ინჟინერ-გეოლოგები მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ, მეწყრულ ზონაში არსებულ მდგომარეობას ადგილზე სწავლობენ.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კვლევა-პროექტირება, პარალელურად კი, სპეციალურად შექმნილი ჯგუფი აგრძელებს 24-საათიან მონიტორინგს.

„თბილისის მერია ოპერატიულად უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას საკითხის შესწავლისა და კვლევის თითოეული ეტაპის თაობაზე“, – აღნიშნულია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.

ვაშლიჯვრის ფერდობის მეწყრული პროცესების შესასწავლად, საქართველოში გერმანელი სპეციალისტები დღეს ჩამოვიდნენ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,710 ნახვა
%d bloggers like this: