მედიცინა

65 და 75 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფები ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან

Nusagi

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის საბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 65 წელს და 75 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან.

„მოხდება ასაკობრივი ჯგუფების დამატება ვაქცინაციის პროცესში, კერძოდ კი 75 და 65 წელს ზევით ჩვენი მოქალეებისთვის შესაძლებელი იქნება ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა. ესენია მოწყვლადი ჯგუფები, რომლებისთვისაც კოვიდინფექცია ყველაზე საშიშია, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროცესი დაგვეჩქარებინა. ჩვენი მოქალაქეებისთვის პორტალი ხელმისაწვდომი იქნება 25 რიცხვიდან. წინა პერიოდში კი მათ შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რომლითაც მოახერხებენ პორტალზე დარეგისტრირებას. სამედიცინო პერსონალის კომპონენტში ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება, უბრალოდ 25 რიცხვის შემდეგ ჩვენი ექიმები ვერ გამოიყენებენ იმ განსაკუთრებული რიგის მართვის კომპონენტს, რომელზე ხელმისაწვდომობაც მათ ამ პერიოდში ჰქონდათ“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

ამასთან, ტიკარაძის განმარტებით, თანაბრობის და სოლიდარობის პრინციპი არის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება, რომელიც ჯანდაცვის სფეროს გააჩნია და რომელსაც მსოფლიო იზიარებს.

„შესაბამისად, ყველა ვაქცინა იქნება თითოეული მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი“, – დასძინა ტიკარაძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,710 ნახვა
%d bloggers like this: