მეცნიერება

BLOOMBERG: COVID-19 ჩინეთში ცხოველებით ვაჭრობას უკავშირდება

Nusagi

მსოფლიოში ახალი კორონავირუსული ინფექციის წარმოშობა სავარაუდოდ, ჩინეთში ცხოველებით ვაჭრობას უკავშირდება. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg იუწყება.

სტატიის ავტორები ხელმძღვანელობენ ანგარიშით, რომელიც მალე გამოქვეყნდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ, – აცხადებს სააგენტო.

Bloomberg აღნიშნავს, რომ SARS-CoV-2 ჰგავს ვირუსს, რომელიც იწვევს ე.წ. მწვავე რესპირატორული სინდრომის მძიმე ფორმას.

„ახალმა კორონავირუსმა გაიარა იგივე გზა და წარმოიშვა ისე, როგორც ძველი ვირუსი“,-აცხადებს ბრიტანელი ზოოლოგი პიტერ დესზაკი.

მანამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უარი განაცხადა ჩინეთში მოგზაურობის შედეგების შუალედური დასკვნა გამოექვეყნებაზე. 

ცნობისთვის, 2021 წლის იანვარში ჯანმოს-ექპსერტები ჩინეთში ჩავიდნენ, რათა კორონავირუსის წარმოშობა დაედგინათ.  მთავარი ჰოპოთეზით, კორონავირუსი ღამურების ერთ-ერთ ჯიშს ჰქონდა, შემდეგ კი, მუტაცია განიცადა და შუამავალი ცხოველის მეშვეობით, ადამიანს გადაედო.

ამასთან, ექსპერტებმა ვერ მოახერხეს კავშირის დადგენა კორონავირუსით დაავადებულ ნულოვან პაციენტსა და უხანში ცხოველების ბაზარს შორის. ჯანმოს ანგარიშის მიხედვით, პანდემია შესაძლოა, ჩინეთში 2019 წლის ბოლომდეგაცილებით ადრე დაიწყო. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

There was an issue retrieving stats. Please try again later.
%d bloggers like this: