კრიმინალი

მაშველებმა ხელოვნურ კუნძულზე ჩარჩენილი 4 მწყემსი უვნებლად გამოიყვანეს

Nusagi

მაშველებმა 4 მწყემსი, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელთან, უხვი ნალექის გამო შექმნილ ხელოვნურ კუნძულზე იმყოფებოდნენ, მტკვრის მეორე სანაპიროზე უვნებლად გადმოიყვანეს. ისინი თავს კარგად გრძნობენ. 2 მწყემსი კი ღამე კუნძულზე დარჩება. მათ მაშველებმა კარავი მიუტანეს.

პირუტყვის გადმოყვანა ადიდებული მდინარის გამო ვერ ხერხდება, ამიტომ მწყემსებს პირუტყვის ნადირისგან დასაცავად იქ მოუწიათ დარჩენა.

სავარუდოდ წყლის დონის დაწევას 2-3 დღე დასჭირდება. როგორც მწყემსები იხსენებენ, დილას, როდესაც პირუტყვი საძოვრად გაიყვანეს, წყალი დაბალი იყო, შემდეგ სავარაუდოდ ჩაიხერგა და წყლის ნაკადი სწორედ იმ ადგილისკენ გადმოვიდა, სადაც პირუტყვი გადაჰყავდათ.

მაშველები ადგილზე რჩებიან. გაგრძელდება წყლის დონის მონიტორინგიც.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,564,828 ნახვა
%d bloggers like this: