პოლიტიკა

მსგავსი ინოვაცია უპრეცედენტოა, როცა 5 თვის შემდეგ აპირებ იმის დამტკიცებას, რასაც აქამდე ვერაფრით ამტკიცებ – გიორგი ცუცქირიძე 15 მაისის აქციაზე

Nusagi

წინა კვირაში ევრომედიაცის ჩაშლის შემდეგ, რაც მთლიანად ოპოზიციის ვირზე უკუღმა შეჯდომის შედეგი უფრო იყო, ჯერ “გრანდიოზული” გეგმა გვამცნეს საფანჩატურეთიდან, “პროტესტის უწყვეტი რეჟიმიდან” 15 მაისისათვის ქუჩის მორიგი აქციის დაანონსებით, სხვათა შორის მეტად პროზაული მიზეზით, ეს ორი თვე საჭირო ყოფილა რეგიონებში გადასავლელად, რათა შესულიყვნენ თითოეულ ოჯახში, და ხალხისათვის დაემტკიცებინათ, თუ როგორ ტოტალურად გააყალბა “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები, რათა გაბრაზებული ხალხი გარეთ გამოეყვანათ, რომელიც მათივე წარმოდგენით არ ფლობდა სრულ ინფორმაციას სიმართლეზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხუთი თვის მანძილზე წამყვანი 3 მედია პლატფორმა, და კიდევ მინიმუმ 3 მედია საშუალება ლამის 24 საათიან რეჟიმში ამას ერთ ხმაში გაჰკიოდა“,- წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე.

როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, ეს იმ სერიიდანაც არის, ხალხი ბრმა და ჯოგი რომ ჰგონიათ.

,,ნიშანდობლივია, რომ ამის შემდეგ ოპოზიციის მთელი მხარდამჭერი მედია პლათფორმა ჩაერთო სენატში ამ კვირაში საქართველოს საკითხის განხილვის დღის წესრიგად გადასაქცევად, აქაც საკუთარი ინტერპრეტაციებით. ბუნებრივია, მოწვეული სტუმრებით და ოპოექსპერტების მონაწილეობით, სადაც ძირითადად უკვე მტკიცებულებითი ფორმითაც კი მიდიოდა მსჯელობა ქართული ოცნებისათვის არა თუ “წითელის ანთებაზე” არჩევნების გაყალბების და პოლიტიკური პატიმრების გამო, არამედ რუსული სცენარით ხელისუფლების მიტაცების შედეგად მოსალოდნელ სანქციებზე მმართველი გუნდის მიმართ.

აქ კი პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილზე და პრემიერ ღარიბაშვილზე იყო უკვე ყურადღება გადატანილი.

თუ როგორ დასრულდა სენატის გუშინდელი სხდომა უკვე ცნობილია, ევროპის შემდეგ არც ამერიკამ ჭამა რუსული სცენარი ქართული ძალად მედასავლეთე, რეალურად კი პრორუსული ოპოების შესრულებით და არც მათი ცრემლების დაიჯერა. უფრო მეტიც, საპარლამენტო ბოიკოტი დესტრუქციად და ღია რუსულ თამაშად მონათლეს. ეს შეფასებები კი სრულ თანხვედრაში მოდის ეუთო/ოდირის დასკვნის და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2020 წლის მონიტორინგის ანგარიშის შემდეგ, სადაც ცალსახად, ნეგატურად არის მოხსენებული ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტირება, როგორც “დემოკრატიის ძირის გამოთხრა”, ერთ-ერთ წინა პოსტშიც დავწერე, რომ ამ პროვოცირებული პოლიტიკური კრიზისის დასავლეთზე გადაბრალება უბრალოდ ვერ გამოვა და ისიც გამოჩნდება, რამდენად მზად არის დასავლეთი დაიცვას თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები რეგიონში. იმასაც ვნახავთ, ამ მედიაციის ჩაშლით რუსეთის “სასარგებლო იდიოტის “‘ როლს ვინ ითამაშებს?! გუშინ ჩვენ ერთიც ვნახეთ და მეორეც, არც დასავლეთი აპირებს რუსეთს კარტბლანში გაუხსნას და თუ ვინ არის “სასარგებლო იდიოტი” არც ამას უნდა დიდი მიხვედრა“,- წერს გიორგი ცუცქირიძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,710 ნახვა
%d bloggers like this: