პოლიტიკა

როგორ შეიძლება ბიუჯეტის ქურდს ვინმე გაჰყვეს ქუჩაში – ანრი ოხანაშვილი 15 მაისის აქციაზე

Nusagi

როგორ შეიძლება ბიუჯეტის ქურდს ვინმე გაჰყვეს ქუჩაში?! 50 მილიონს რომ კაცი მოიპარავს როგორ შეიძლება გაჰყვეს ვინმე ქუჩაში და რა უნდა გააპროტესტოს? ბიუჯეტის ქურდთან ერთად რა უნდა გააპროტესტოს ან რა უნდა გააპროტესტოს რუსთაველზე, ბურჯანაძეს რომ ვინმე გაჰყვება? რომელიც პუტინთან ერთად აღლუმს იბარებდა?! აი ამ ხალხთან ერთად ვინ რა უნდა გააპროტესტოს“,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა და 15 მაისს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს ადამიანები ამდენი წელია პოლიტიკაში არიან და მათ პოლიტიკურ წარსულზეც, პერსპექტივაზეც მათი გვარები მეტყველებენ.

,,ჩვენ უნდა ვისაუბროთ კომპრომისის რესურსზე და პოლიტიკურმა პარტიებმა აჩვენონ მაღალი პოლიტიკური კულტურა და სიმწიფე. ეს სამწუხაროდ აკლიათ ოპონენტებს, ოპოზიციურ ჯგუფებს, რაც აღნიშნეს ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებმა. ამიტომ , ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მაღალი კულტურა და მაღალი პასუხისმგებლობა. არ უნდა ვისაუბროთ ვინ დათმო და ვინ გამოვიდა გამარჯვებული. მთავარი კომპრომისი მათი რაც იყო, ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ, ეს ნიშნავს, რომ მათ არაფერი არა აქვთ შემოთავაზებელი გარდა იმისა, რომ იყვნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.

მაგრამ, აქაც გახსოვდეთ რომ მოლაპარაკებათა მაგიდასთან მათი დაჯდომის არსი და საფუძველი შექმნა ისევ ქართულმა ოცნებამ. ოცნებას რომ შეეწყვიტა მათთვის მანდატი, მათ მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომასაც კი არანაირი საფუძველი არ ექნებოდა, ამიტომ ნურაფერს ნუ გვამადლიან. მათი დასამადლებელი არც ჩვენ, არც ჩვენს მხარდამჭერებს და საქართველოს სრულიად საზოგადოებას არა აქვს – არც უგულავების, ბურჯანაძეების, ნათელაშვილების დასამადლებელი. ეს ხალხი ამდენი წელია არიან პოლიტიკურ სივრცეში და მათი გვარები მეტყველებენ მათ პოლიტიკურ წარსულზეც და მათ პერსპექტივაზეც. ამიტომ, მათ, ამ გვარების მიერ დაორგანიზებულ აქციებს რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს?! როგორ შეიძლება ბიუჯეტის ქურდს ვინმე გაჰყვეს ქუჩაში?! 50 მილიონს რომ კაცი მოიპარავს როგორ შეიძლება გაჰყვეს ვინმე ქუჩაში და რა უნდა გააპროტესტოს? ბიუჯეტის ქურდთან ერთად რა უნდა გააპროტესტოს ან რა უნდა გააპროტესტოს რუსთაველზე, ბურჯანაძეს რომ ვინმე გაჰყვება? რომელიც პუტინთან ერთად აღლუმს იბარებდა?! აი ამ ხალხთან ერთად ვინ რა უნდა გააპროტესტოს“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,624 ნახვა
%d bloggers like this: