პოლიტიკა

გიორგი ცაგარეიშვილი: მოქალაქეები საღად აზროვნებენ, მათ ძალიან კარგად იციან, ვის უნდა გაჰყვნენ მიტინგზე

Nusagi

მათ ჰგონიათ, რომ ვინმეს საქართველოს ხელისუფლებაში შეეშინდება ამ აქციის, რომელიც, დარწმუნებული ვარ, საპნის ბუშტი იქნება, – ასე აფასებს გიორგი ცაგარეიშვილი ოპოზიციის მიერ მაისში აქციის დაანონსებას. „ქართული ოცნების“ წევრი მიიჩნევს, რომ მოსახლეობამ კარგად იცის, ვის უნდა გაჰყვეს მიტინგზე ან მანიფესტაციაზე.

„15 მაისს მე ახლა ხალხს შეგიკრებთ და თქვენ, ევროკავშირის წარმომადგენელი რომ ჩამოვა, უნდა მომელაპარაკოთ ყველაფერზე, რაც მე მინდა“ – თუ ეს ადამიანები ასე პრიმიტიულად აზროვნებენ, ე.ი. კიდევ ცრუ წარმოდგენები მქონია მათ გონებრივ შესაძლებლობებზე. რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნება. მოქალაქეები საღად აზროვნებენ. მათ ძალიან კარგად იციან, ვის უნდა გაჰყვნენ მიტინგზე, მანიფესტაციაზე, რომელი საარჩევნო ლოზუნგის ქვეშ უნდა შეიკრიბონ და გააპროტესტონ რამე ან აქტიურად მიიღონ მონაწილეობა რომელიმე პოლიტიკურ პროცესში. ეს კარგად არის დახარისხებული ადამიანის გონებაში და ნუ ჰგონიათ, რომ ხალხის მეხსიერება მოკლეა“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ოპოზიცია 15 მაისს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,652 ნახვა
%d bloggers like this: