პოლიტიკა

გულაშვილის ნათქვამში ბევრი შეუსაბამობაა, 2014 წელს არ ვიყავი საქართველოში და მანდ 2015 წლის შემოდგომამდე ის ავეჯი არ იყო

Nusagi

მიუხედავად იმისა, რომ ერთი კომპრომეტირებული სუს-ის თანამშრომელი ყველანაირი მტკიცებულების გარეშე ამბობს, რომ ჩემს სახლში დააყენა რაღაცეები და მოიპოვა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, ჩვენს ქვეყანაში საკმარისია იმისთვის, რომ დააზიანო ადამიანის რეპუტაცია,-ამის შესახებ ანა დოლიძემ ტვ-პირველის ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ საკითხზე დადგინდეს სიმართლე, რადგან არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი.

„ეს ბრალდება უნდა იყოს გამოძიებული, ხელისუფლებას ბრალი ედება ძალიან სერიოზულ რაღაცაში. „ქართული ოცნების “ მმართველობის პერიოდში პირველწყარო ამბობს, რომ ის პრაქტიკა, რც 2012 წლამდე იყო, ახლაც გრძელდება“,-განაცხადა ანა დოლიძემ.

მისი თქმით, სუს-ის ყოფილი თანამშრომლის, გულაშვილის ნაამბობში რამდენიმე შეუსაბამობაა.

„2020 წლის შემდეგ ეს ბინა გაიქურდა, ათასი ვერსია არსებობს, ცხადია, რომ გულაშვილს აერია თარიღი, 2014 წელს მე საერთოდ არ ვიყავი საქართველოში და მანდ 2015 წლის შემოდგომამდე ის ავეჯი არ იყო. მე მაგ ბინაში არ ვცხოვრობდი არასდროს. თან ეს მასალა 2 წელი ინახებოდა „მთავარი არხის“ ეთერში, ესეც დამაფიქრებელია, თან ყველაზე მწვავე მომენტებში, როდესაც მივანგრიე  სასამართლო კლანის, სასამართლო რეფორმის სხვადასხვა ტალღები, მაშინ არ ამუშავდა ეს ე.წ. კომპრომატი. მოკლედ, ამას სჭირდება გამოძიება“,-აცხადებს ანა დოლიძე.

დოლიძე გაკვირვებას გამოთქვამს პოლიტიკოსების მხრიდან ამ ფაქტის მიმართ გამოჩენილი გულგრილობით.

„მეგობრებო, დაუფიქრდით, იმ ათას ფაილში, რომელიც გულაშვილმა ახსენა, თქვენი პირადი ცხოვრება არ იქნება, თუ აქ გაჩერდება. მე არ ვფიქრობ, რომ ამ თემაზე მარტო ქალებმა უნდა ვისაუბროთ, მამაკაც პოლიტიკოსებს არ ეხება პირადი ცხოვრებით შანტაჟი, თუ ანგელოზის ფრთებით არიან ყველა და პირადი ცხოვრება არ აქვთ?“,-აცხადებს ანა დოლიძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,710 ნახვა
%d bloggers like this: