ეკონომიკა

„პესიმისტურ სცენარში მოსალოდნელია, რომ ლარის კურსი კიდევ 10%-ით გაუფასურდება“ – გიორგი კეპულაძე

Nusagi

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე ეროვნული ვალუტის გაუფასურების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ დროულად არ მოხდა ეკონომიკის გახსნა, მოსალოდნელია ლარის კურსი კიდევ უფრო მეტად გაუფასურება. 

კეპულაძე ამბობს, რომ მთავრობის მხრიდან არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად კონკრეტულ ნაბიჯებს ვერ ხედავს.

„ლარის ოფიციალური კურსი ბოლო სამ თვეში ყველაზე მაღალია, შარშან გაგვინახევრდა ინვესტიციები. რასაც ჰქვია ახალი ფული ფაქტობრივად არ შემოსულა ქვეყანაში, თუ დროულად არ მოხდა ვაქცინაცია, ქვეყნის ეკონომიკა არ გაიხსნა უფრო მეტად და ტურისტები არ შემოვიდნენ ქვეყანაში, პესიმისტურ სცენარში მოსალოდნელია, რომ წელს ლარის კურსი კიდევ 10%-ით გაუფასურდეს

ეს ეროვნული ბანკის პროგნოზია. მთავრობას რასაც ვაკვირდები, ძირითადად სამწუხაროდ, პოლიტიკურ კრიზისშია ჩაბმული, ნაკლებად ვხედავთ კონკრეტულ გადადგმულ ნაბიჯებს ქვეყნის ეკონომიკური კრიზისის გამოყვანისკენ“, – აღნიშნა კეპულაძემ

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,564,884 ნახვა
%d bloggers like this: