პოლიტიკა

სააკაშვილის მეგობრების მორიგი სკანდალი

Nusagi

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა და აკრძალა ე.წ. კერძო გასამხედროებული ფორმირების საქმიანობა, რომელსაც რადას ყოფილი დეპუტატი სემიონ სემენჩენკო და მისი მარჯვენა ხელი – ევგენი შევჩენკო ხელმძღვანელობდნენ.

უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით , „ამ ჯგუფის საქმიანობა მიზნად ისახავდა მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის მზადებას, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ“.

გამოძიების თანახმად, სემენჩენკო და შევჩენკო ასევე არიან ორგანიზატორები და მონაწილეები რუსეთის ფედერაციიდან საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით სამხედრო სათადარიგო ნაწილებისა და ორმაგი დანიშნულების საქონლის იმპორტის უკანონო სქემაში. შემოტანილი სამხედრო დანიშნულების საქონელი მოგვიანებით გაყიდეს სახელმწიფო თავდაცვის საწარმოებზე გაბერილი ფასებით.

საერთო ჯამში, კომპანია 150-ზე მეტი ადამიანისგან შედგებოდა და თავად ორგანიზაცია მუშაობდა უსაფრთხოების ფირმების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საფარქვეშ.

სამხედრო კომპანიის წევრების ტრენინგი ჩატარდა სპეციალურად აღჭურვილ სასწავლო ბაზაზე კიევის რეგიონში.

კრიმინალური ორგანიზაციის საქმიანობის კონტროლი და კოორდინაცია ხორციელდებოდა უკრაინის 15 მოქალაქის მიერ. ორგანიზაციაში ძირითადად ირიცხებიან სამხედრო და საომარი გამოცდილების მქონე პირები.

რა კავშირი აქვს ამ ჯგუფს საქართველოსთან?

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, კერძოდ 2 ოქტომბერს საქართველოში უკრაინის მოქალაქეების დაკავებას საზოგადოების არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.

გამომდინარე იქიდან, რომ დაკავებულები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ღია მხარდამჭერები იყვნენ, ნაცმოძრაობის წარმომადგენლებმა ფაქტს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, იური ბირიუკოვმა კი პირიქით – განაცხადა, რომ რადას დეპუტატმა, სემიონ სემენჩენკომ, რომელიც თბილისში დაკავებულ „დონბასის“ ბატალიონის წევრებს ახლდა, უკრაინა დიპლომატიურ სკანდალში გახვია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყველა დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ისინი დაახლოებით ერთ თვეში გაათავისუფლეს და ქვეყანა დაატოვებინეს.

რა ვიცით სემენჩენკოზე?

ცნობილია, რომ სემიონ სემენჩენკო ეთნიკურად რუსი უკრაინის მოქალაქეა. მისი ნამდვილი სახელი და გვარი კონსტანტინ გრიშინია, რომელიც 1974 წლის 6 ივნისს ყირიმის ნახევარკუნძულზე, ქალაქ სევასტოპოლში დაიბადა, მოგვიანებით კი საცხოვრებლად დონეცკში გადავიდა.

2014 წლის აპრილში სემენჩენკომ ჩამოაყალიბა უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის მოხალისეთა ბატალიონი „დონბასი“, რომლის მეთაური თავადვე გახლდათ. ეს ბატალიონი აქტიურად მონაწილეობდა სეპარატისტების წინააღმდეგ, დონბასის რეგიონში გამართულ საბრძოლო მოქმედებებში.

„დონბასი“ იყო ერთადერთი ბატალიონი, რომელიც ღიად უჭერდა მხარს უცხოელთა მონაწილეობას მის რიგებში. ბატალიონში წარმოდგენილნი არიან ეთნიკურად ქართველი მებრძოლებიც. 2014 წელს სემენჩენკო უკრაინის უმაღლეს რადაში აირჩიეს. მას პარტია „სამოპომოშჩის“ სიაში მეორე ადგილი ეკავა. სემენჩენკო ასევე მონაწილეობდა 2016 წელს, კიევის მერის ვადამდელ არჩევნებში, თუმცა მან ხმების მხოლოდ 10.92% მიიღო.

უკრაინელი ექსპერტების შეფასებით, ბოლო პერიოდში, უკრაინაში იკვეთება მზარდი ინტერესი კერძო სამხედრო კომპანიების მხრიდან. უკრაინული კომპანიები ცდილობენ საკუთარი ნიშის დაკავებას, მათ შორის აფრიკის ქვეყნებში, სადაც ისინი რუსული კომპანიების კონკურენტებად ყალიბდებიან.

აღსანიშნავია, რომ სემენჩენკოს აქტიური და ახლო კავშირი აქვს მიხეილ სააკაშვილთან. იმ დროს, როდესაც სააკაშვილი აქტიურ ოპოზიციაში იყო პრეზიდენტ პოროშენკოსთან და საპროტესტო აქციებს კიევში და უკრაინის სხვა რეგიონებში მართავდა, მის ძირითად დასაყრდენს (ფიზიკური რესურსის სახით) წარმოადგენდნენ სემენჩენკო და ბატალიონ „დონბასის“ მებრძოლები. აღნიშნული დანაყოფის წევრებმა, 2017 წლის 10 სექტემბერს ასევე უზრუნველყვეს მიხეილ სააკაშვილის პოლონეთის საზღვრიდან უკრაინაში, სასაზღვრო რეჟიმის დარღვევით ძალისმიერი შეყვანა და იმავე წლის 5 დეკემბერს, კიევში დაკავების შემდეგ, მისი უშიშროების სამინისტროს მანქანიდან ფიზიკური დახსნა.

prime time

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,570 ნახვა
%d bloggers like this: