მედიცინა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 399 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,

Nusagi

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 638 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 093 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 545 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 399 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 279 027-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.56 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.58 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.92%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 356 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 271 278-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 732 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 399 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 230 შემთხვევა, აჭარა – 22, იმერეთი – 48, ქვემო ქართლი – 23, შიდა ქართლი – 17, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 20, კახეთი – 14, მცხეთა-მთიანეთი – 4, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 991, საიდანაც: 1 515 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 770, აჭარაში – 168, იმერეთში – 276. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 302 პირი, მათ შორის, თბილისში – 137, აჭარაში – 27, იმერეთში – 68. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 86 პირი, მათგან თბილისში – 60, აჭარაში – 3, იმერეთში – 7. 195 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 149 – თბილისში, 36 – აჭარაში. 2 281 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 262 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 156, ხოლო აჭარაში – 91.

სულ 6 ოქტომბრიდან – 24 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 829 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 784 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 229 პირი, აჭარაში – 736, იმერეთში – 891.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,678 ნახვა
%d bloggers like this: