პოლიტიკა

ჩვენი სურვილია, საქართველომ მიაღწიოს წარმატებას პოლიტიკურად, როგორც ძლიერმა დემოკრატიამ განვითარებული ეკონომიკით

Nusagi

“ჩვენი სურვილია, საქართველომ მიაღწიოს წარმატებას პოლიტიკურად, როგორც ძლიერმა დემოკრატიამ განვითარებული ეკონომიკით, თქვენ ამას იმსახურებთ”.

ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ განაცხადა.

„ჩვენ ველოდებით, რას გადაწყვეტს პრეზიდენტი მიშელი. ვფიქრობ, ეს მხარდაჭერის უდიდესი გამოვლინებაა, როდესაც პრეზიდენტ მიშელის დონის ფიგურა დროს და ძალისხმევას არ იშურებს, თანამშრომლობს პრემიერ-მინისტრთან ერთად, აკეთებს მკაფიო გზავნილებს კომპრომისის საჭიროებაზე, შეთანხმების მიღწევის აუცილებლობაზე“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მისივე თქმით, შარლ მიშელმა გადაწყვიტა, რომ ელჩი დანიელსონი დაბრუნდება საქართველოში, რათა გააგრძელოს მხარეებთან მოლაპარაკების პროცესი, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს წარმატება.

„აშშ გააგრძელებს ამ პროცესის მხარდაჭერას. ჩვენი სურვილია, საქართველომ მიაღწიოს წარმატებას. მიაღწიოს წარმატებას პოლიტიკურად, როგორც ძლიერმა დემოკრატიამ განვითარებული ეკონომიკით. თქვენ ამას იმსახურებთ. აშშ, თქვენი ყველაზე ძლიერი პარტნიორი, ამისათვის გააკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,624 ნახვა
%d bloggers like this: